თემის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა მოახდინონ სოფელ ქვიანის მოსახლეობის დემოგრაფიული მონაცემების შეგროვება–შედარება (ბოლო ხუთი წლის მანძილზე), ქვიანის საჯარო სკოლის აწმყო და წარსული
პროექტის მიზნები: მოსწავლეები აქტიურად შეძლებენ სკოლაში შესწავლილ ცხრილების და დიაგრამების გამოყენებას. პროცენტული მაჩვენებლის გამოთვლას. ეჩვევიან ჯგუფში მუშაობას. დამოუკიდებელ კვლევა –ძიებას. სწავლას კეთებით
მოსწავლეთა ასაკი: 11–12 წელი
მოსალოდნელი შედეგები: სკოლის მატიანის შექმნა,/სკოლის ბლოგის შექმნა/კედლის გაზეთის გაკეთება/ ფოტო ალბომის შექმნა.
პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი. დიდი ფორმატის ფურცლები, მარკერები. ალბომი, კომპიუტერი. პროექტორი, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა:
აქტივიბა–1: მოსწავლეებს ვყოფ ორ ჯგუფად (5–5 მოსწავლე)
აქტივობა–2: სოფლის და სკოლის არქივის მოძიება, ადგილობრივი თვითმართველობის ყოველწლიური ანარიშის გაცნობა.
აქტივობა–3: სოფლის უხუცესებთან ინტერვიუები
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მათ. VII.14. მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- განასხვავებს თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებს, იყენებს მონაცემთა შეგროვების შესაფერის საშუალებას (გაზომვა, დაკვირვება);
- მოცემულ თემასთან დაკავშირებით სვამს კითხვებს, განსაზღვრავს რესპონდენტებს და მოიპოვებს საჭირო მონაცემებს;
- მოცემული ამოცანისთვის დამოუკიდებლად გეგმავს და ატარებს სტატისტიკურ ექსპერიმენტს და აგროვებს მონაცემებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- ახდენს თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა დალაგებას/კლასიფიკაციას, წარმოადგენს მონაცემებს სიის/პიქტოგრამის სახით, მსჯელობს დალაგების/კლასიფიკაციის პრინციპზე;
- ქმნის მოწესრიგებულ მონაცემთა ცხრილებს და ასაბუთებს შერჩეული დიზაინის მიზანშეწონილობას;
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- სვამს კითხვებს მონაცემების შესახებ ან ახასიათებს მონაცემებს, რომლებიც წარმოდგენილია სიის, ცხრილის, პიქტოგრამის ან დიაგრამის სახით, მსჯელობს არსებულ კანონზომიერებებსა და გამორჩეულ მონაცემებზე;
- ირჩევს შესაფერის შემაჯამებელ რიცხვით მახასიათებლებს, ასაბუთებს თავის არჩევანს, ითვლის და იყენებს მათ მონაცემთა ჯგუფის დასახასიათებლად;
- ადარებს მონაცემთა რამდენიმე ჯგუფს და წარმოაჩენს თვისობრივ და რაოდენობრივ მსგავსებასა და განსხვავებას მათ შორის (შემაჯამებელი რიცხვითი მახასიათებლების გარეშე).
- აგებს სხვადასხვა დიაგრამებს ერთი-და-იგივე თვისობრივი ან რაოდენობრივი მონაცემებისთვის და მსჯელობს, თუ მონაცემთა რამდენად მნიშვნელოვან ასპექტებს წარმოაჩენს თითოეული და რა უპირატესობა გააჩნია თითოეულს.
პროექტის ხელმძღვანელი: ნუნუ თავაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий