სოფელ ქვიანის მოსახლეობის დემოგრაფიული მონაცემები. 
სკოლის მატიანე



თემის  მთავარი იდეა: მოსწავლეებმა მოახდინონ სოფელ ქვიანის მოსახლეობის დემოგრაფიული მონაცემების შეგროვება–შედარება (ბოლო ხუთი წლის მანძილზე), ქვიანის საჯარო სკოლის აწმყო და წარსული

პროექტის აქტუალობა: იმ  მიზეზთა რკვევა რამაც  გამოიწვია ეს ცვლილება.


პროექტის მიზნები: მოსწავლეები აქტიურად შეძლებენ სკოლაში შესწავლილ ცხრილების და დიაგრამების გამოყენებას. პროცენტული მაჩვენებლის გამოთვლას. ეჩვევიან ჯგუფში  მუშაობას. დამოუკიდებელ კვლევა –ძიებას. სწავლას კეთებით

მოსწავლეთა ასაკი: 11–12 წელი

ვადები/ხანგრძლივობა:  2 კვირა

მოსალოდნელი შედეგები: სკოლის მატიანის შექმნა,/სკოლის  ბლოგის შექმნა/კედლის გაზეთის გაკეთება/ ფოტო ალბომის შექმნა.

პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი. დიდი ფორმატის ფურცლები, მარკერები. ალბომი, კომპიუტერი. პროექტორი, ინტერნეტი.


პროექტის მსვლელობა:
აქტივიბა–1:  მოსწავლეებს ვყოფ ორ ჯგუფად (5–5 მოსწავლე)

აქტივობა–2:  სოფლის და სკოლის არქივის მოძიება, ადგილობრივი თვითმართველობის ყოველწლიური ანარიშის გაცნობა.

 აქტივობა–3: სოფლის უხუცესებთან ინტერვიუები

 აქტივობა –4: პრეზენტაციის  წარმოდგენა


საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მათ. VII.14. მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • განასხვავებს თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებს, იყენებს მონაცემთა შეგროვების შესაფერის საშუალებას (გაზომვა, დაკვირვება);
  • მოცემულ თემასთან დაკავშირებით სვამს კითხვებს, განსაზღვრავს რესპონდენტებს და მოიპოვებს საჭირო მონაცემებს;
  • მოცემული ამოცანისთვის დამოუკიდებლად გეგმავს და ატარებს სტატისტიკურ ექსპერიმენტს და აგროვებს მონაცემებს.



      მათ. VII.15. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
      შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
      • ახდენს თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა დალაგებას/კლასიფიკაციას, წარმოადგენს მონაცემებს სიის/პიქტოგრამის სახით, მსჯელობს დალაგების/კლასიფიკაციის პრინციპზე;
      • ქმნის მოწესრიგებულ მონაცემთა ცხრილებს და ასაბუთებს შერჩეული დიზაინის მიზანშეწონილობას;

      მათ. VII.16. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ანალიზ ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით.
      შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
      • სვამს კითხვებს მონაცემების შესახებ ან ახასიათებს მონაცემებს, რომლებიც წარმოდგენილია სიის, ცხრილის, პიქტოგრამის ან დიაგრამის სახით, მსჯელობს არსებულ კანონზომიერებებსა და გამორჩეულ მონაცემებზე;
      • ირჩევს შესაფერის შემაჯამებელ რიცხვით მახასიათებლებს, ასაბუთებს თავის არჩევანს, ითვლის და იყენებს მათ მონაცემთა ჯგუფის დასახასიათებლად;
      • ადარებს მონაცემთა რამდენიმე ჯგუფს და წარმოაჩენს თვისობრივ და რაოდენობრივ მსგავსებასა და განსხვავებას მათ შორის (შემაჯამებელი რიცხვითი მახასიათებლების გარეშე).
      • აგებს სხვადასხვა დიაგრამებს ერთი-და-იგივე თვისობრივი ან რაოდენობრივი მონაცემებისთვის და მსჯელობს, თუ მონაცემთა რამდენად მნიშვნელოვან ასპექტებს წარმოაჩენს თითოეული და რა უპირატესობა გააჩნია თითოეულს.

      პროექტის ხელმძღვანელი: ნუნუ თავაძე 

      ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: nunutavadze@gmail.com